loader

"დავფატრავთ, მაგათი დედა..." - სააარჩევნო უბანზე "პატრიოტთა ალიანსის" და "ოცნების" მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დავფატრავთ, მაგათი დედა..." - სააარჩევნო უბანზე "პატრიოტთა ალიანსის" და "ოცნების" მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ

საგარეჯოს რაიონის სოფელ გიორგიწმინდაში, მე-20 საარჩევნო უბანზე ხმაური იყო. ერთმანეთს "პატრიოტთა ალიანსის" წარმომადგენლის ირმა ინაშვილისა და "ქართული ოცნების" წარმომადგენლის თამარ ხიდაშელის მომხრეები დაუპირისპირდნენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ირმა ინაშვილის ერთ-ერთმა მხარდამჭერმა განუცხადა, საარჩევნო უბანზე მისული იყო სოფლის გამგებელი გიორგი ჭიაბერაშვილი, რომელიც ზეწოლას ახდენდა ამომრჩეველზე და დაპირისპირება აღნიშნულს მოჰყვა. ამ დროისათვის ინციდენტი ამოწურულია, თუმცა სოფლის მცხოვრებლები საარჩევნო უბანთან არიან შეკრებილები. უნდა აღინიშნოს, რომ ირმა ინაშვილის ძმა, რომელიც ასევე იმყოფებოდა მე-20 საარჩევნო უბანზე, არ ადასტურებს ინციდენტს ორი პარტიის წარმომადგენლებს შორის. კოტე ინაშვილის თქმით, ორმა ადგილობრივმა "საყოფაცხოვრებო საკითხზე" იჩხუბა.

საგარეჯოსა და მარტვილში დღეს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით პარლამენტის შუალედური არჩევნები ტარდება.

ასევე იხილეთ: "დაახლოებით 25 კაცი, მათ შორის თამარ ხიდაშელის ქმარი... დაგვესივნენ და გაგვისწორდნენ"