loader

ეგვიპტეში რუსული ლაინერი ჩამოვარდა - 224 ადამიანიდან უმრავლესობა სავარაუდოდ, დაღუპულია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ეგვიპტეში რუსული ლაინერი ჩამოვარდა - 224 ადამიანიდან უმრავლესობა სავარაუდოდ, დაღუპულია

ეგვიპტეში რუსული სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. რუსული ავიაკომპანია "კოგალიმავიას" ლაინერი Airbus А-321 შარმ ელ-შეიხიდან სანქტ-პეტერბურგში მიფრინავდა. სააგენტო "როიტერი" ეგვიპტის სპეცსამსახურებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ავიალანერის ჩამოგდების ვერსია გამორიცხულია. "რია ნოვოსტი" კი წერს, რომ აფრენის შემდეგ ლაინერის მფრინავი დისპეტჩერს დაუკავშირდა და ტექნიკური ხარვეზების შესახებ აცნობა. მფრინავმა ასევე, მარშრუტის შეცვლა და ქაიროს აეროპორტში დაშვება ითხოვა, რის შემდეგაც კავშირი თვითმფრინავთან შეწყდა.

ეგვიპტეში ჩამოვარდნილი რუსული სამგზავრო თვითმფრინავი მთლიანად არის განადგურებული, მგზავრთა უმრავლესობა სავარაუდოდ, დაიღუპა.
ავიაკატასტროფის მომენტში ბორტზე 224 ადამიანი - 217 მგზავრი და ეკიპაჟის 7 წევრი იმყოფებოდა. მგზავრთა შორის 17 ბავშვია. გავრცელებული ინფორმაციით, ყველა მათგანი რუსეთის მოქალაქეა.