loader

გლოვა რუსეთში: ეგვიპტეში ჩამოვარდნილ რუსულ ლაინერში ყველა მგზავრი დაიღუპა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გლოვა რუსეთში: ეგვიპტეში ჩამოვარდნილ რუსულ ლაინერში ყველა მგზავრი დაიღუპა

ეგვიპტეში რუსული სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "ასოშიეითედ პრესი" ეგვიპტის ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით იტყობინება. ბოლო ინფორმაციით, მაშველებმა 100 ცხედარი იპოვეს, აქედან 17 ბავშვია.

კატასტროფის დროს ავიალაინერის ბორტზე 217 მგზავრი და ეკიპაჟის 7 წევრი იმყოფებოდა. სააგენტო "როიტერი" წერს, რომ 3 მგზავრი - უკრაინის, დანარჩენი კი - რუსეთის მოქალაქეა. ეგვიპტეში მომხდარი ტრაგედიის გამო რუსეთში 1 ნოემბერი გლოვის დღეს გამოცხადდა.

რუსული ავიაკომპანია "კოგალიმავიას" ლაინერი Airbus А-321 სინაის ნახევარკუნძულზე, პროვინცია ჩრდილო სინაის მთიან რაიონში, ქალაქ ელ-არიშის სიახლოვეს ჩამოვარდა. წინასწარი ვერსიით, თვითმფრინავმა კატასტროფა ტექნიკური გაუმართაობის გამო განიცადა.