loader

"დაახლოებით 25 კაცი, მათ შორის თამარ ხიდაშელის ქმარი... დაგვესივნენ და გაგვისწორდნენ" - "პატრიოტთა ალიანსის" წარმომადგენელი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დაახლოებით 25 კაცი, მათ შორის თამარ ხიდაშელის ქმარი... დაგვესივნენ და გაგვისწორდნენ" - "პატრიოტთა ალიანსის" წარმომადგენელი

"პატრიოტთა ალიანსის" წარმომადგენელი თარხან გასვიანი აცხადებს, რომ იორმუღანლოს 42-ე საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე პოლიციელების თვალწინ რამდენიმე პირი, მათ შორის, თამარ ხიდაშელის მეუღლე ფიზიკურად გაუსწორდა. თარხან გასვიანს დაზიანება თავის არეში აქვს მიყენებული. ადგილობრივების ინფორმაციით, გასვიანი გიორგიწმინდის ნომერ მე-20 საარჩევნო უბანთან მომხდარ ინციდენტშიც მონაწილეობდა.

თარხან გასვიანის თქმით, მთავარ პროკურატურაში იგი მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას დღესვე შეიტანს.

ასევე იხილეთ: "დავფატრავთ, მაგათი დედა..." - სააარჩევნო უბანზე "პატრიოტთა ალიანსის" და "ოცნების" მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ