"ნუ მაწყვეტინებთ!" - მიხეილ სააკაშვილი უკრაინული არხის პირდაპირი ეთერიდან გათიშეს
ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუკზე" ტელეკომოპანია "1+1"-ში მისი პირდაპირი ეთერის ამსახველ ვიდეოს ავრცელებს. "უკრაინა უნდა გათავისუფლდეს ყველა პოლიტიკური მძარცველისგან, იქნებიან ისინი ოლიგარქულ პარტიებში თუ ხელისუფლებაში, ასევე, როგორც ძველი, ისე ახალი ხელისუფლების წარმომადგენლები. ტელეკომპანია "1+1"-მა გადაწყვიტა ჩემი პირდაპირი ეთერიდან გათიშვა, თუმცა ჩვენ მაინც ვიპოვეთ ეს ვიდეო", - წერს სააკაშვილი საკუთარ "ფეისბუკზე".