loader

"დილა წიგნებისა" - "ქრისტიანობა საქართველოში"; ტომ რობ სმიტის "ბავშვი 44"; ლუის ლოურის "ლურჯის ძიება" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დილა წიგნებისა" - "ქრისტიანობა საქართველოში"; ტომ რობ სმიტის "ბავშვი 44"; ლუის ლოურის "ლურჯის ძიება"

რუბრიკა "დილა წიგნებისა" "დილა მშვიდობისა საქართველოს ეთერში" - მწერალი Toresa Mossy და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე კვირის საგამომცემლო სიახლეებს მაყურებელს ყოველ ორშაბათს აცნობენ.

დღეს გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად გამოვიდა საქართველოს ილუსტრირებული ისტორიის მორიგი წიგნი "ქრისტიანობა საქართველოში" - მისი აღიარება, დამკვიდრება და განვითარება.

თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე უცნაური ფორმით აგებული ტომ რობ სმიტის რომანი "ბავშვი 44", რომელიც კრიტიკოსებშიც კი დიდი პოპულარობით სარგებლობს. ორი ეპოქის უცნაური გაერთიანება - სტალინის ეპოქაში ბავშვების სერიული მკვლელი, რომელსაც დასაკარგი აღარაფერი აქვს და ეპოქა, რომელიც თვისობრივად მსგავს ძალადობაზე იყო აგებული.

პროექტ "ლიბერთინსის" მორიგი გამოცემა ლუის ლოურის "ლურჯის ძიება", რომელშიც მოქმედება ხდება სამყაროში, სადაც არ არსებობს ლურჯი ფერი. მისი მთავარი პერსონაჟი თინეიჯერი გოგონა კირა, სულიერი და ფიზიკური ნაკლის მიუხედავად, ცდილობს, გადარჩეს.