loader

მარშალ გელოვანის გამზირზე გზა გაიხსნა - ქალაქის ერთ-ერთი ცენტრალური მაგისტრალი საცობებისგან თავისუფალია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მარშალ გელოვანის გამზირზე გზა გაიხსნა - ქალაქის ერთ-ერთი ცენტრალური მაგისტრალი საცობებისგან თავისუფალია

მარშალ გელოვანის გამზირზე, მდინარე დიღმულაზე მდებარე ხიდის სარეკონსტრუქციო სამუშაოები დასრულდა.

ქალაქის ერთ-ერთი უმთავრესი სატრანსპორტო კვანძი, მარშალ გელოვანის გამზირი 120 დღით 6 აგვისტოს ჩაიკეტა, თუმცა სამუშაოები გაცილებით ადრე - 90 დღეში დასრულდა.

ხიდის სარეკონსტრუქციო სამუშაოები შპს "მამისონმა" განახორციელა. დედაქალაქის ბიუჯეტიდან პროექტზე 1 მლნ ლარი იყო გათვლილი.

ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო აღმაშენებლის ხეივანში საავტომობილო მოძრაობა ყოველ დილით გადატვირთული იყო. ავტომობილების ჭარბი რაოდენობა შეინიშნებოდა როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოდან დავით აღმაშენებლის ძეგლამდე მონაკვეთში, ასევე, ვაშლიჯვრის ასახვევთან, სადაც ხიდის რეაბილიტაცია მიმდინარეობდა.

ავტორი: ჯონი პატარკაციშვილი

იხილეთ ასევე: გლდანისა და დიღმის დამაკავშირებელ ხიდზე სარემონტო სამუშაოების გამო საცობებია