loader

"ზონდერ-ჟურნალისტების სია აღარ გაქვთ?" - რა უპასუხა ხალვაშმა "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტის კითხვას - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ზონდერ-ჟურნალისტების სია აღარ გაქვთ?" - რა უპასუხა ხალვაშმა "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტის კითხვას

"რუსთავი 2"-ის ყოფილმა მფლობელებმა დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ, არხის 100%-იანი წილის მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა, მისმა ადვოკატმა პაატა სალიამ და დროებითმა მმართველმა რეზო საყევარიშვილმა საგანგებო პრესკონფერენცია გამართეს. პრესკონფერენციაზე ქიბარ ხალვაშს "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტმა თამარ ბაღაშვილმა შეკითხვით მიმართა, აქვს თუ არა არხის ახალ მფლობელს "ზონდერ-ჟურნალისტების" სია, რაზეც ხალვაშმა უპასუხა, რომ ობიექტურ ჟურნალისტებს არავინ გაათავისუფლებს სამსახურიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლომ, გუშინ მიღებული განჩინებით, "რუსთავი 2"-ის დროებით მმართველად რეზო საყევარიშვილი დანიშნა, არხის აქამდე მოქმედ გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიას კი უფლებამოსილება შეუწყდა. იქამდე, 3 ნოემბერს მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ "რუსთავი 2"-ის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც, ტელეკომპანიის წილები ქიბარ ხალვაშს დაუბრუნდა.

ასევე იხილეთ:

"თუ სასამართლო დაადგენს, რომ მე მეკუთვნის, დვალს და აქიმიძეს ვუთმობ ჩემი წილის ნახევარს" - ქიბარ ხალვაში