loader

წილობრივ საკითხთან დაკავშირებით ეროსის ოჯახის ინტერესები უნდა იყოს გათვალისწინებული - ზურა კიწმარიშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

წილობრივ საკითხთან დაკავშირებით ეროსის ოჯახის ინტერესები უნდა იყოს გათვალისწინებული - ზურა კიწმარიშვილი

"რუსთავი 2"-თან დაკავშირებულ პროცესებში აუცილებელია საუბარი იყოს ეროსი კიწმარიშვილზეც, - ამის შესახებ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში ეროსი კიწმარიშვილის ძმამ, ზურა კიწმარიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ეროსი კიწმარიშვილი იყო ტელეკომპანიის ერთ-ერთი მფლობელი და ის იყო წილის მფლობელი.

ამასთან, ზურა კიწმარიშვილი გამოეხმაურა ქიბარ ხალვაშის განცხადებას ეროსი კიწმარიშვილისთვის თანხის გადახდის თაობაზე და აღნიშნა, რომ ეს თანხა რომ ყოფილიყო გადახდილი, ამას იგრძნობდა. "ქიბარ ხილვაში ამბობდა, რომ რაღაც თანხები გადაუხადეს ეროსის. ადრე სხვა ვერსია მესმოდა. დღეს გავიგონე, რომ მან ვიღაცას მისცა თანხა, მერე ვიღაცამ ვიღაცას ეს თანხა მიუტანა, მერე კი იქიდან ეროსისთან მივიდა. მე პირადად ამის შესახებ არაფერი ვიცი. მე თვალით არ მინახავს არანაირი თანხა. შესაძლებელია, ეს რეალურად იყო კიდეც, მაგრამ მე არ მინახავს. აქედან გამომდინარე, ვერაფერს ვიტყვი და ვერც დავადასტურებ და ვერც უარვყოფ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს თანხა რომ ყოფილიყო გადახდილი, ამას ვიგრძნობდი, ამას იგრძნობდა ჩემი ოჯახი", - განაცხადა კიწმარიშვილმა.