loader

Mercedes-Benz Fashion week-ის გახსნა თბილისში - ავთანდილის "პროტესტანტი ქალი" და წვეულება მოდის ბომონდისთვის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

Mercedes-Benz Fashion week-ის გახსნა თბილისში - ავთანდილის "პროტესტანტი ქალი" და წვეულება მოდის ბომონდისთვის

დიზაინერები, მოდელები, ბაიერები, ჟურნალისტები და უბრალოდ, მაღალი მოდის თაყვანისმცემლები ერთად Mercedes-Benz Fashion week Tbilisi 2015-მა შეკრიბა. კვირეულის პირველ დღეს მოდის მოყვარულებმა თავი დედაქალაქის საკრებულოს დარბაზში მოიყარეს. 5-9 ნოემბრის ჩათვლით, საერთაშორისო მოდის კვირეულს თბილისის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი უმასპინძლებს.

შემოდგომის ყველაზე მოდური სანახაობა, დევიზით "ვაქციოთ ქართული მოდის ინდუსტრია მომგებიან ბიზნესად" ავთანდილ ცქვიტინიძის ჩვენებით გაიხსნა. პროტესტანტი და ძლიერი - ასეთია ახალი ქალი ავთანდილისგან. დიზაინერმა დადებითი შეფასებები არა მხოლოდ ქართველი, არამედ საერთაშორისო მოდის კვირეულის უცხოელი სტუმრებისგანაც მიიღო.

ავთანდილის ჩვენების შემდეგ მოდის მოყვარულებმა, დიზაინერებმა, უცხოელმა ჟურნალისტებმა და ბაიერებმა მთაწმინდაზე გადაინაცვლეს. მოდის ბომონდს ჟურნალმა "ბომონდმა" აფთერ-ფართიზე უმასპინძლა.

მოდის კვირეულისა და ბომონდის უცვლელი პარტნიორია ბურბონი Jeam Beam, # 1 ბურბონი მსოფლიოში.

ავტორები: ეკა მელიქიძე; გიორგი ღუდუშაური