loader

"მსოფლიოში უყვართ ავთანდილი" - დიზაინერის "ბერლინელი ქალი" და ქართველი ცნობილები ჩვენებაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მსოფლიოში უყვართ ავთანდილი" - დიზაინერის "ბერლინელი ქალი" და ქართველი ცნობილები ჩვენებაზე

5 ნოემბერს თბილისის საკრებულოს დარბაზში Mercedes-Benz Fashion week Tbilisi 2015 ოფიციალურად გაიხსნა. შემოდგომის ყველაზე მოდური სანახაობა, დევიზით "ვაქციოთ ქართული მოდის ინდუსტრია მომგებიან ბიზნესად" ავთანდილ ცქვიტინიძის ჩვენებით თბილისის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გაიხსნა. პროტესტანტი და ძლიერი - ასეთია ახალი ქალი ავთანდილისგან. დიზაინერმა დადებითი შეფასებები არა მხოლოდ ქართველი, არამედ საერთაშორისო მოდის კვირეულის უცხოელი სტუმრებისგანაც მიიღო.

ჩვენებაზე დარბაზის პირველ რიგებში უამრავ ცნობილ სახეს შენიშნავდით. ანუკა არეშიძე, ლელა წურწუმია, მამულიჩა, შორენა ბეგაშვილი, ნინი ბადურაშვილი, ზალიკო ბერგერი, ნინო ქათამაძე, თათია შარანგია, სალომე ღვინიაშვილი, აჩი მეფარიძე და სხვა საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები შეიკრიბნენ.

ავტორები: ეკა მელიქიძე; გიორგი ღუდუშაური

ასევე იხილეთ: Mercedes-Benz Fashion week-ის გახსნა თბილისში - ავთანდილის "პროტესტანტი ქალი" და წვეულება მოდის ბომონდისთვის