loader

პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე სასტუმროებისა და დისკოკლუბების მფლობელები დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე სასტუმროებისა და დისკოკლუბების მფლობელები დააკავეს

სამართალდამცველებმა ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ხუთი პირი: საქართველოს ორი მოქალაქე - 1979 წელს დაბადებული მარინა ჯ. და 1990 წელს დაბადებული გიორგი გ; თურქეთის რესპუბლიკის სამი მოქალაქე - 1983 წელს დაბადებული ჰუსეინ ა. 1971 წელს დაბადებული აზიზ კ. და 1976 წელს დაბადებული მეჰმედ ა. პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები ბათუმსა და გონიოში, თავიანთი კუთვნილი და დროებით მფლობელობაში არსებული სასტუმროებისა და დისკოკლუბების ფართებს, გარკვეული თანხის სანაცვლოდ, ქალბატონებს პროსტიტუციისთვის უთმობდნენ. სამართალდამცველებმა სასტუმროებისა და დისკოკლუბების მომსახურე პერსონალი და ქალბატონები მოწმის სახით დაკითხეს.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე მიმდინარეობს.