loader

სახაზინო ადვოკატი, რომელიც ტვინის შერყევით საავადმყოფოშია მოთავსებული, პოლიციელებს ცემაში ადანაშაულებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სახაზინო ადვოკატი, რომელიც ტვინის შერყევით საავადმყოფოშია მოთავსებული, პოლიციელებს ცემაში ადანაშაულებს

ადვოკატი გიორგი მდინარაძე პოლიციელებს მის ცემაში ადანაშაულებს, - ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია "რუსთავი 2" ავრცელებს. მდინარაძე ტვინის შერყევით საავადმყოფოშია მოთავსებული, მისი განცხადებით, მას ვაკე-საბურთალოს მეხუთე განყოფილებაში პოლიციელები სასტიკად გაუსწორდნენ.

ადვოკატის მტკიცებით, ცემის მიზეზი მისი დაცვის ქვეშ მყოფთან დაკავშირებით არჩეული სტრატეგია გახდა - დაკავებულ არასრულწლოვანს მან დუმილის უფლების გამოყენება ურჩია. გიორგი მდინარაძე ამბობს, რომ მის ფიზიკურ შეურაცხყოფაში უშუალოდ განყოფილების უფროსიც მონაწილეობდა. ადვოკატი პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს და მოგვიანებით ხელწერილით გაათავისუფლეს.

იხილეთ ასევე: "ხელისუფლებას, ამ ტვინთხელებს, მინდა მივცე 48 საათი" - ზაზა ხატიაშვილი ადვოკატის ცემის ფაქტზე