loader

ჩაქვში ძლიერმა წვიმამ და ქარმა საცხოვრებელი სახლი დაანგრია, არიან დაშავებულები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჩაქვში ძლიერმა წვიმამ და ქარმა საცხოვრებელი სახლი დაანგრია, არიან დაშავებულები

ჩაქვში ძლიერმა წვიმამ და ქარმა სურმანიძეების სამსულიანი ოჯახის საცხოვრებელი სახლი დაანგრია. ამის შესახებ ინფორმაციას "აჭარის ტელევიზია" ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, შემთხვევის დროს სახლში ოჯახის სამივე წევრი იმყოფებოდა, მათ მსუბუქი დაზიანებები მიიღეს. დაშავებულები ამ დროისთვის ქობულეთის რეფერალურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

დაშავებულები აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ზურა თენიეშვილმა მოინახულა. ოჯახის სამივე წევრის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ისინი დღეს ქობულეთის რეფერალურ საავადმყოფოში მედიკოსების მეთვალყურების ქვეშ რჩებიან და კლინიკიდან ხვალ გაეწერებიან. მათ მსუბუქი დაჟეჟილობა აღენიშნებათ.

ასევე, ძლიერი წვიმისა და ქარის შედეგად სოფელ ჯიხანჯურში ქარმა საცხოვრებელს სახურავი გადახადა, რომლის დროსაც ოჯახის უფროსი დაზიანდა. დაშავებული ქობულეთის რეფერალურ საავადმყოფოში მკურნალობს.

იხილეთ ასევე: კადრები სტიქიის ადგილიდან: როგორ გადაარჩინეს გოდერძის უღელტეხილზე ჩარჩენილები

ძლიერმა წვიმამ და ქარმა ქობულეთში საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა