loader

ექიმების გაფიცვა იაშვილში: გაფიცულებს სამი თვის აუღებელი ხელფასის ნაწილი აქციის დროს ჩაერიცხათ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ექიმების გაფიცვა იაშვილში: გაფიცულებს სამი თვის აუღებელი ხელფასის ნაწილი აქციის დროს ჩაერიცხათ

იაშვილის კლინიკის ექიმები დღეს დილიდან გაიფიცნენ. გაიფიცა კლინიკის ექიმების სრული უმრავლესობა, გარდა გადაუდებელი დახმარების განყოფილებისა. გაფიცულების ინფორმაციით, სამი თვის ხელფასი არ ჰქონდათ აღებული, თუმცა აქციის მიმდინარეობისას ერთი თვის ხელფასი ჩაერიცხათ, რის შემდეგაც ექიმებმა მუშაობა განაახლეს.

როგორც ჟურნალისტებს იაშვილის კლინიკის ცენტრალური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა შოთა ჯოგლიძემ განუცხადა, ერთთვიანი დაგვიანებით ხელფასის აღება სიახლე არ არის და ეს წლებია ასე ხდება. მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკისთვის შესრულებული სამუშაოს დამუშავების შემდეგ ანაზღაურებს ხელფასებს, რის შემდეგაც ირიცხება თანხები.