loader

ქართველი მოზარდები "ლურჯის ძიებაში" - ახალი წიგნი და კინოჩვენება "ბიბლუსი გალერეაში" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქართველი მოზარდები "ლურჯის ძიებაში" - ახალი წიგნი და კინოჩვენება "ბიბლუსი გალერეაში"

...ჯონასს წილად საგანგებო მისია ხვდა, რომლის შესწავლასაც იდუმალ მოხუცთან - გამღებთან იწყებს და ნელ-ნელა აცნობიერებს, რომ ადამიანს ძალას გრძნობები მატებს... ეს ამერიკელი მწერლის, ლუის ლოურის "გამღებია", რომლის ეკრანიზაციის პრემიერა "ბიბლუსი გალერეაში" შედგა. ფილმის დაწყებამდე, ამავე ავტორის ტეტრალოგიის მეორე წიგნის, "ლურჯის ძიების" პრეზენტაცია გაიმართა.

ახალი წიგნის მოლოდინში "ბიბლუსი გალერეასთან" ტრადიციული რიგები და წაკითხულიდან შთაბეჭდილებების გაზიარება "პალიტრა L"-მა ქართველი თინეიჯერი მკითხველის ცხოვრების წესად აქცია. ლუის ლოურის ტეტრალოგიის წიგნები: "გამღები" და "ლურჯის ძიება" 50%-იანი ფასდაკლებით, 5 ლარად გაიყიდა.

გამომცემლობა "პალიტრა L" ქართველი თინეიჯერების სიურპრიზებით განებივრებას განაგრძობს. 26 ნოემბერს საქართველოში "ლიბერთინსის" პროექტის ფარგლებში გამოცემული პოპულარული წიგნის, "წყლის საიდულმოს" ავტორი, ემი იტერანტა ჩამოვა.

ავტორები: თამარ კორკოტაშვილი; გიგა ხურცილავა