loader

ავჭალის "ტიტანიკი" - დასახლებული კორპუსი, რომელიც იძირება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ავჭალის "ტიტანიკი" - დასახლებული კორპუსი, რომელიც იძირება

თბილისში, ავჭალის დასახლებაში "ტიტანიკს" ცხრასართულიან კორპუსს ეძახიან. შენობის საძირკველი აისბერგმა არა, მაგრამ გრუნტის წყლებმა ისე დააზიანა, კორპუსის ერთი ნაწილის პირველი სართული მიწით ამოივსო. ოკეანეში ჩაძირული გემის მსგავსად, მრავალსართულიანი შენობის ერთი ნაწილი რამდენიმე წლის წინ შუაზე გადატყდა და სადარბაზო ჩამოინგრა. კორპუსის მობინადრეები წლებია, დახმარებას ითხოვენ. საცხოვრებელი სახლის წინ 119-ე საჯარო სკოლაა. როგორც აქაურები ამბობენ, გაკვეთილების შემდეგ ბავშვები ავარიულ შენობაში ხშირად შედიან სათამაშოდ.

ავტორები: თორნიკე ყაჯრიშვილი; გიორგი ღუდუშაური

წაიკითხეთ ვრცლად "კვირის პალიტრის" საიტზე