loader

ჰაკერები "ისლამურ სახელმწიფოს" მიმართავენ: "ომი გამოცხადებულია, მოემზადეთ" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჰაკერები "ისლამურ სახელმწიფოს" მიმართავენ: "ომი გამოცხადებულია, მოემზადეთ"

პარიზში განხორციელებული ტერორისტული აქტების შემდეგ ჰაკერთა ჯგუფმა, სახელად "ანონიმური", "ისლამურ სახელმწიფოს" ომი გამოუცხადა.

"ჩვენ თქვენ წინააღმდეგ მიმართულ ყველაზე დიდ ოპერაციას დავიწყებთ, ელოდეთ მასიურ კიბერ-თავდასხმას. ომი გამოცხადებულია. მოემზადეთ", - განაცხადა ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა ფრანგულ ენაზე გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც youtube-ზე აიტვირთა. მოსაუბრეს ფილმიდან V for Vendetta-ს ნიღაბი და მოსასხამი ეკეთა.

საფრანგეთის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ ტერაქტებს, ბოლო მონაცემებით, სულ მცირე, 153 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 220-მდე, აქედან 90-მდე ადამიანის მდგომარეობა მძიმეა.