loader

დადიანზე ქარმა ნაძვი ასფალტიდან ფესვებიანად მოგლიჯა - ხე ავტომანქანებს დაეცა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დადიანზე ქარმა ნაძვი ასფალტიდან ფესვებიანად მოგლიჯა - ხე ავტომანქანებს დაეცა

ნაძალადევის რაიონში უზარმაზარი ნაძვი წაიქცა. მეტრო "სადგურის მოედნის" მიმდებარე ტერიტორიაზე, ცოტნე დადიანის #33-თან ნაძვის ხე ასფალტიდან ქარმა ფესვებიანად მოგლიჯა და ავტომანქანებს დაეცა.
წინასწარი ინფორმაციით, დაზიანებულია 6 ავტომობილი. სამართალდამცველების ინფორმაციით, დაშავებულები არ არიან. ადგილზე ამ წუთებში სამაშველო ბრიგადები და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები მუშაობენ.
საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლები ამ წუთებში ხეს ხერხავენ და გაწმენდით სამუშაოებს ატარებენ. შექმნილი ვითარების გამო დადიანის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა შეფერხებულია.