loader

ქობულეთში "ხასანას" სასტუმროში გაჩენილი ხანძრის მიზეზი დადგინდა - შსს-მ ერთი პირი დააკავა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქობულეთში "ხასანას" სასტუმროში გაჩენილი ხანძრის მიზეზი დადგინდა - შსს-მ ერთი პირი დააკავა

შსს-მ მიმდინარე წლის მაისში, ქობულეთში, ე.წ. ხასანას სასტუმროში გაჩენილი ხანძრის გამომწვევი მიზეზები დაადგინა, რომელმაც სამი მოზარდის სიცოცხლე იმსხვერპლა. 1966 წელს დაბადებული ზაზა ა. სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევის ბრალდებით თბილისში დააკავეს. საინჟინრო ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნულ სასტუმროში დარღვეული იყო სამშენებლო ნორმები და წესები, ხოლო სახანძრო-ტექნიკურმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ხანძრის გაჩენა დაკავშირებული იყო ელექტროტექნიკურ გაუმართაობასთან.

2015 წლის 10 მაისს, გამთენიისას, ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე ზაზა ა-ს კუთვნილ, ე.წ. ხასანას სასტუმროში ხანძარი გაჩნდა. ამ დროს სასტუმროში იმყოფებოდნენ რუსთავის ქორეოგრაფიული ანსამბლ "სიხარული-2"-ის წევრები, მათ შორის, არასრულწლოვნები, რომელთაგანაც სამი ადგილზე დაიღუპა.

ასევე იხილეთ:

ქობულეთში მომხდარი ხანძრის უმძიმესი, ექსკლუზიური კადრები

"გასაგებია ბავშვები, მაგრამ მე ცოდვა არ ვარ?!" - ქობულეთში დამწვარი სასტუმროს მეპატრონე ზარალზე წუხს

"ამბობენ, რომ ცხედარს ხელში კარის სახელური ეჭირა..." - ქობულეთში მომხდარი ტრაგედიის ახალი დეტალები