loader

სათვალთვალო კამერით გადაღებული სროლა პარიზის კაფეში და იღბლიანი ქალი, რომელიც ტერორისტმა ვერ მოკლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სათვალთვალო კამერით გადაღებული სროლა პარიზის კაფეში და იღბლიანი ქალი, რომელიც ტერორისტმა ვერ მოკლა

ინტერნეტში სათვალთვალო კამერით გადაღებული კადრები გავრცელდა იმ კაფედან, სადაც 13 ნოემბერს ტერორისტმა მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნა. ჩანაწერში ჩანს, რომ თავდამსხმელმა ქუჩიდან დაცხრილა შენობა და მის წინ მსხდომი სტუმრები. კლიენტები და მომუშავეები ტყვიებისგან გაქცევას მაგიდის ქვეშ და ბარში დამალვით ცდილობენ. ერთ-ერთი ქალი, რომელიც კაფეს ვერანდაზე იმყოფებოდა, მხოლოდ იმიტომ გადაურჩა სიკვდილს, რომ ტერორისტს წამით იარაღი გაეჭედა, შემდეგ კი ქალის მოკვლას გაქცევა ამჯობინა. გადარჩენილმა მოასწრო კაფეში შესვლა. როდესაც სროლა შეწყდა, კაფეში მყოფებმა სასწრაფოდ დატოვეს შემთხვევის ადგილი.

ასევე იხილეთ:

როგორ აფარებენ თავს რესტორანს ცრუ განგაშით შეშინებული პარიზელები

როგორ დაიწყო სროლა პარიზში, კონცერტის მიმდინარეობისას - პირველი კადრები

თვითმხილველის ვიდეო თეატრ "ბატაკლანიდან": სროლის ხმა, ყვირილი და დაჭრილები