loader

მამაკაცი ტყეში სეირნობისას უჩვეულო ფენომენს წააწყდა - მის თვალწინ მიწამ სუნთქვა დაიწყო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მამაკაცი ტყეში სეირნობისას უჩვეულო ფენომენს წააწყდა - მის თვალწინ მიწამ სუნთქვა დაიწყო

ბრაიან ნუტალი ტყეში სეირნობის დროს უჩვეულო ფენომენს წააწყდა: მის თვალწინ მიწამ სუნთქვა დაიწყო. ვიდეო კანადაშია გადაღებული და ავტორმა youtube-ზე იგი ნოემბრის დასაწყისში განათავსა. რამდენიმე დღეში უცნაურმა კადრებმა 6 მილიონამდე ნახვა დააგროვა. "შოკში ჩავვარდი, არ ვიცოდი, რა გამეკეთებინა. მეგონა, რომ მიწას ჩემი გადაყლაპვა სურდა" - დაწერა ნუტალმა ვიდეოს კომენტარში. თუმცა ვიდეოს ავტორს კომენტარებში ამშვიდებენ და ეუბნებიან, რომ შესაძლოა უჩვეულო მოვლენა მიწისქვეშა წყლების დამსახურება იყოს.