loader

"ქოცები" უკვე საფლავებს იზომავენ?" - სკვერი ვაჟა-ფშაველაზე, რომელმაც თბილისელები დააბნია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ქოცები" უკვე საფლავებს იზომავენ?" - სკვერი ვაჟა-ფშაველაზე, რომელმაც თბილისელები დააბნია

თბილისში, ვაჟა-ფშაველას 9 ნომერში ახალი სკვერი შენდება. როგორც ადგილზე დასაქმებულები აღნიშნავენ, გამწვანება ერთი კვირის წინ, თბილისის მერიის დაკვეთით დაიწყო და დაახლოებით ერთ კვირაში დამთავრდება. რიგითი სკვერი ინტერნეტმომხმარებლებში დიდი მითქმა-მოთქმის საგნად იქცა. მწვანე რკინის გალიით შემოსაზღვრული პატარა ბუჩქები, როგორც ჩანს, მნახველში საფლავის ასოციაციას იწვევს. შესაბამისი კომენტარები მოჰყვა სკვერის ფოტოს გავრცელებას "ფეისბუქის" გვერდზე: "კაკაჩიას აკლდამა"; "ქოცები" უკვე საფლავებს იზომავენ?"; "ამ სიმახინჯეში ეტყობა კარგი ფული მოტეხეს, საშინელებაა, მართლა საფლავებს ჰგავს"; "მაგას თავი კოკში გონია და შემოღობა,საქონელმა არ გადაჭამოსო"; "ოცნების სასაფლაო... მე ასე დავარქმევდი ნარმანიას კრეატივს" - წერენ "ფეისბუქზე" ინტერნეტმომხმარებლები.

"პალიტრა ტვ" დაინტერესდა, მოსწონთ თუ არა გამვლელებს ახალი სკვერი. მაშინ, როცა ინტერნეტში მერიას და სკვერის დიზაინის ავტორებს დასცინიან, განსხვავებული სიტუაციაა ქუჩაში. გამვლელების უმრავლესობას მოსწონს სკვერი, რადგან "რაღაც მაინც კეთდება ქალაქში".

ავტორი: თამარ კორკოტაშვილი

ასევე იხილეთ: "კოლია ბაბუას აქ გადავუგორებ კვერცხს" - ფეისბუქში "ნარმანიას სკვერებს" დასცინიან