loader

"უთხარი მას ვისაც ენდობი..." - ევროსაბჭოს ქვეყნებში ბავშვების სექსუალური ძალადობისა და ექსპლუატაციისგან დაცვის დღე აღინიშნა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"უთხარი მას ვისაც ენდობი..." - ევროსაბჭოს ქვეყნებში ბავშვების სექსუალური ძალადობისა და ექსპლუატაციისგან დაცვის დღე აღინიშნა

2015 წლის 18 ნოემბერს ევროსაბჭოს წევრმა ქვეყნებმა პირველად აღნიშნეს ბავშვების სექსუალური ძალადობისა და სექსუალური ექსპლუატაციისგან დაცვის დღე. საქართველო ერთ-ერთი ყველაზე ახალი მონაწილეა ევროსაბჭოს ლანზაროტეს კონვენციის, რომელიც თითოეული ბავშვისა და ახალგაზრდის სამართლებრივი უფლებების ერთობლიობაა. საქართველოში კონვენცია 2015 წლის 1-ელ იანვარს შევიდა ძალაში.

ამ დღის აღსანიშნავად, ევროსაბჭომ მოკლე ანიმაციური ფილმი გამოუშვა, რომელიც 9-13 წლის ასაკობრივი კატეგორიის ბავღვებისთვისაა გათვლილი. იგი პატარა გოგონა სა დამისი ძმის ისტორიას გვიამბობს, რომლებზეც ოჯახის მეგობარი მამაკაცი ძალადობს... ვიდეორგოლი მიზნად ისახავს, გაამხნევოს ბავშვები, რომლებიც ძალადობის მსხვერპლნი გახდნენ და მოუწოდოს მათ, მიმართონ დახმარებისთვის ადამიანებს, რომლებსაც ენდობიან.