loader

მშობლისადმი უღირსად მოქცევა არ შეიძლება - ილია მეორე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მშობლისადმი უღირსად მოქცევა არ შეიძლება - ილია მეორე

არ შეიძლება მშობლისადმი უღირსად მოქცევა. მშობელი ეს არის ღვთისგან მადლმოსილი და მას ეძლევა მადლი, რათა გადასცეს თავის შვილებს და ეს არ უნდა დაჰკარგოთ, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.
პატრიარქმა ისაუბრა მშობლის პატივისცემაზე და კიდევ ერთხელ გაიხსენა თავისი რჩევა, რომ შვილებმა ყოველდღიურად დალოცვა სთხოვონ და ხელზე ემთხვიონ მშობლებს.
უწმინდესის თქმით, როგორც ჩანს, მრევლმა ამას სათანადო ყურადღება არ მიაქცია, რითაც ადამიანები საკუთარ თავს ვნებენ.
მან ასევე თავისი სტუდენტობა გაიხსენა და აღნიშნა, რომ სახლში დაბრუნებისას ყოველთვის ცდილობდა, რაიმეთი გაეხარებინა მშობლები და მათთვის საჩუქრები გაეკეთებინა. "თქვენ უნდა ეცადოთ, რომ რაღაცით ასიამოვნოთ თქვენს მშობელს. გირჩევთ, მთავარი ყურადღება მიაქციოთ ამ საკითს", - განაცხადა უწმინდესმა.
საკვირაო ქადაგების შემდეგ პატრიარქმა რამდენიმე გვარი და ასევე კრწანისის ეროვნული სასწავლო ცენტრი დალოცა.