loader

”ჩემს შვილს სადისტურად მოექცნენ” - ტერორიზმის ბრალდებით დაკავებული ბორჩაშვილი საავადმყოფოშია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

”ჩემს შვილს სადისტურად მოექცნენ” - ტერორიზმის ბრალდებით დაკავებული ბორჩაშვილი საავადმყოფოშია

ტერორიზმის ბრალდებით დაკავებული დავით ბორჩაშვილი ღუდუშაურის საავადმყოფოში იმყოფება. ის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თურქეთიდან დაბრუნების შემდეგ აიყვანეს და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო კლინიკაში გადაიყვანეს.

29 წლის დავით ბორჩაშვილის ადგილსამყოფელის დადგენის მოთხოვნით გუშინ პანკისში საპროტესტო აქცია გაიმართა. ბორჩაშვილის ოჯახის ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი წელიწადნახევრის წინ სამუშაოდ თურქეთში გაემგზავრა. ისინი ვერ აკონკრეტებენ, იმყოფებოდა თუ არა ბორჩაშვილი სირიაშიც.

გუშინ საქართველოში დაბრუნებისას დავით ბორჩაშვილი სახელმწიფო საზღვარზე დააკავეს და მიუხედავად ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობისა, რამდენიმე საათის შემდეგ უკან გააბრუნეს. თურქმა სამართალდამცველებმა დეპორტირებული დავით ბორჩაშვილი ისევ უკან – საქართველოში გამოუშვეს, რის შემდეგაც მისი დაკავება განხორციელდა.

ავტორი: ჯონი პატარკაციშვილი

იხილეთ ასევე: იყო თუ არა დავით ბორჩაშვილი ტერორისტებთან კავშირში? - კადრები, სადაც სავარაუდოდ, იგი შეიარაღებული ჩანს

კადრები მებრძოლის დაკრძალვიდან, სადაც სავარაუდოდ, ტერორიზმის ბრალდებით დაკავებული დავით ბორჩაშვილიც ჩანს