loader

გზავნილი ქართველ ხალხს ISIS-ის სახელით: "ჩვენ თქვენ გვერდში ვიყავით, ალაჰმა ინება და აქ მოგვიყვანა" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გზავნილი ქართველ ხალხს ISIS-ის სახელით: "ჩვენ თქვენ გვერდში ვიყავით, ალაჰმა ინება და აქ მოგვიყვანა"

ინტერნეტში ქართველი ხალხის მიმართ ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" სახელით თითქოსდა მებრძოლების ვიდეომიმართვა გავრცელდა. ქართულ ენაზე მოსაუბრე პირები ქართველი ხალხის და საქართველოში მცხოვრები მუსლიმების მიმართ საუბრობენ. ისინი მუსლიმებს "ისლამური ხალიფატის" მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ, საქართველოს კი "ხალიფატის" შემოსვლით ემუქრებიან.

"მივმართავ საქართველოს ურწმუნოებს, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში ებრძვიან ისლამს, ვისაც დიდი მონაწილეობა აქვს მიღებული ისლამის საწინააღმდეგოდ - ეს იქნება ერაყში, ეს იქნება ავღანეთში. ყველა თქვენი ცუდი ნამოქმედარის გამო განისჯებით ღმერთის კანონით. ღმერთი ძალიან მკაცრია, აქედან გამომდინარე მოგიწოდებთ გონს მოუხმოთ და შეეშვათ მუსულმანების დევნას. ყველა თქვენი ნამოქმედარი, რომელიც მიმართული იქნება ისლამის წინააღმდეგ, უპასუხოდ არ დარჩება. ყველა არასწორი ადამიანი, ყველა ბოროტმოქმედი, ვინც ისლამის საწინააღმდეგო საქმე ჩაიდინა, ყველა ადამიანი აგებს პასუხს. დადგება სულ მალე თქვენი თავების მოჭრის დროც. თქვენ თვლით, რომ ძალიან შორს ხართ ხალიფატისგან და საქართველოში ვერ მოვაღწევთ, თუმცა შეგახსენებთ იმ პერიოდს, როდესაც საქართველოში იყო ხალიფატი. იმ პერიოდის ქართველები გაცილებით მეტი ვაჟკაცები იყვნენ, ვიდრე დღევანდელი საქართველოს მაცხოვრებელი ისლამის მტრები, ვინც მართავს სახელწმიფოს და მუსლიმანებს. ეს დრო ძალიან მალე მოვა ღმერთის კანონით, ღმერთის წყალობით", - აცხადებს ერთ-ერთი მებრძოლი.

კიდევ ერთი მებრძოლი კი აჭარაში მცხოვრებ მუსლიმ სასულიერო წინამძღოლებს ემუქრება. "დღეს აჭარაში არიან ისლამის წინამძღოლი ე.წ. ხოჯები და მუფთები. თქვენ, დიდი ცოდვა გადევთ კისერზე, რადგან მაგ უბრალო ადამიანებს, რომლებმაც ისლამი არ იციან, თქვენი ლამაზი სიტყვებით უბნევთ გზას, ცდომილებას აჩვენებთ ჭეშმარიტებად, ჭეშმარიტებას კი აჩვენებთ ცდომილებად. თქვენ თვითონ არ ხართ მუსლიმანები, თქვენ თვითონ ხართ ტაჰუტის თაყვანისმცემლები და ეგ ხალხი თქვენ ნაკვალევს მიყვება. ნუთუ არ შეგეშინდებათ ალაჰის, რომელმაც ერთი წვეთი სისხლისგან გაგაჩინათ. მოკვდებით და წარდგებით მის წინაშე. ყოველი თქვენი ნამოქმედარის გამო პასუხისგება მოგიწევთ ალაჰის წინაშე. გეშინოდეთ ალაჰის, ნუ გეშინიათ ბინძური წინამძღოლების, ნუ გეშინიათ მათი ბრძანებების, რომლებსაც თქვენ უყოყმანოდ ასრულებთ", - აცხადებენ მებრძოლები.

Furat Media-ს მიერ გავრცელებული ვიდეო ქართულ ენაზეა და მასში ოთხი ახალგაზრდა ჩანს: "თქვენ ისლამის ნაწილი მიიღეთ: როგორიცაა მარხვა, დღეში ხუთჯერ ლოცვა... მაგრამ თქვენ არ მიიღეთ უმთავრესი, რომ ალაჰის ხათრისთვის უნდა გიყვარდეთ მორწმუნეები და ალაჰის ხათრისთვის უნდა გძულდეთ. თქვენი ისლამში ყოფნა საკითხავია... მოგმართავთ თქვენ, ე.წ. ქრისტიანებო, მიიღეთ ისლამი, იცხოვრეთ ამ ქვეყანაზე ისლამურად და ალაჰის წყალობით შედით "ინშა ალაჰ" სამოთხეში".

Furat Media არის ISIS-ის პროპაგანდისტული ვიდეოარხი, რომელიც რუსულენოვანია.

იხილეთ ასევე: რას ჰყვება შვილზე "ისლამური სახელმწიფოს" სახელით გავრცელებული მუქარის ავტორის მამა

"დედა, მაშინ ვერ გითხარი, უნდა მაპატიო ყველაფერი..." - რას წერდა ოჯახს ISIS-ის სახელით გავრცელებული მუქარის ავტორი

"არაფერს აშავებდნენ... ჩემი შვილი ტრეფიკინგის მსხვერპლია" - ISIS-ის სახელით გავრცელებული მუქარის მონაწილის მამა