loader

"არაფერს აშავებდნენ... ჩემი შვილი ტრეფიკინგის მსხვერპლია" - ISIS-ის სახელით გავრცელებული მუქარის მონაწილის მამა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"არაფერს აშავებდნენ... ჩემი შვილი ტრეფიკინგის მსხვერპლია" - ISIS-ის სახელით გავრცელებული მუქარის მონაწილის მამა

"ისლამური სახელმწიფოს" სახელით გამოქვეყნებული ვიდეოს ერთ-ერთი მონაწილის, მამუკა ანთიძის მამის განცხადებით, იმ დროს, როდესაც მისმა შვილმა საქართველოს საზღვარი გადაკვეთა, უშიშროების სამსახურის მიერ აღრიცხვაზე იმყოფებოდა.

როგორც თამაზ ანთიძე აცხადებს, მამუკა ანთიძე სპეცსამსახურების დაკვირვების ქვეშ ვიდეოს კიდევ ერთ მონაწილე ხვიჩა გობაძესთან და სხვებთან კავშირის გამო იმყოფებოდა. თამაზ ანთიძის თქმით, საზღვრის გადაკვეთაში ის თავად დაეხმარა, თუმცა იცოდა, რომ თურქეთში სამუშაოდ მიდიოდა და არა სირიაში საბრძოლველად.

ანთიძე შვილის სირიაში წასვლაში თავის დიშვილს, მირიან ბერიძეს, სოფელ ზოტის იმამს, ჯემალ ართმელაძეს და ხვიჩა გობაძეს ადანაშაულებს. "ჩემი შვილი არის ტრეფიკინგის მსხვერპლი. დაამუშავეს, გამოთიშეს ამ სამყაროდან და რა ვიცი, იქ რას აკეთებინებენ. კი ბატონო, ზრდასრული იყო, თავისი ნებით შეუძლია იმოქმედოს, მაგრამ თავის ნებას აღარ ემორჩილებოდა", - აღნიშნა თამაზ ანთიძემ.

ასევე იხილეთ:

"დედა, მაშინ ვერ გითხარი, უნდა მაპატიო ყველაფერი..." - რას წერდა ოჯახს ISIS-ის სახელით გავრცელებული მუქარის ავტორი

გზავნილი ქართველ ხალხს ISIS-ის სახელით: "ჩვენ თქვენ გვერდში ვიყავით, ალაჰმა ინება და აქ მოგვიყვანა"

რას ჰყვება შვილზე "ისლამური სახელმწიფოს" სახელით გავრცელებული მუქარის ავტორის მამა