loader

სააკაშვილის გამოსვლა, რის შემდეგაც მას უკრაინელმა ჩინოვნიკმა გაარტყა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სააკაშვილის გამოსვლა, რის შემდეგაც მას უკრაინელმა ჩინოვნიკმა გაარტყა

ოდესის საპორტო ქარხნის დირექტორის პირველმა მოადგილემ, ნიკოლაი შურიკოვმა თოქ-შოუ "შუსტერ ლაივში" მონაწილეობის შემდეგ ოდესის გუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილს მუშტი გაარტყა. ამის შესახებ უკრაინულ მედიაში წერენ.

როგორც ცნობილია სააკაშვილმა თოქ-შოუში გააკრიტიკა გაზის კონტრაქტი, რომელიც ოდესის საპორტო ქარხანამ გააფორმა. იმავე დღეს, დილით ქარხნის ტერიტორიაზე ის ჟურნალისტებს შეხვდა. შეხვედრის დროს მან ისაუბრა კორუფციულ გეგმებზე, რომლებიც ქარხანაში ხორციელდებოდა. ჩატარდა ჩხრეკა სახელმწიფოს კუთვნილი 4 მილიარდი გრივნის მითვისების ბრალდების ფარგლებში.

გადაცემის ეთერში სააკაშვილს და შურიკოვს შორის კამათი გაიმართა. გუბერნატორი აკრიტიკებდა გაზის კონტრაქტს, შურიკოვი კი - ოდესის გუბერნატორის ქმედებებს.

”საღამოს, თოქ-შოუს დასრულების შემდეგ, სადაც ეს თემა განიხილებოდა, სააკაშვილს შურიკოვისგან მხარში მუშტი მოხვდა. სახეში დარტყმა სააკაშვილს მისმა სიმაღლემ და რეაქციამ აარიდა”, - ნათქვამია "არხ 24"-ის საიტზე.

შურიკოვმა სააკაშვილს ”უკრაინელი ხალხის მტერი" უწოდა. ”თქვენ უკრაინული სახელმწიფოს მტერი ხართ, გაანადგურეთ ის, რაც საქართველოში იყო, ახლა აქ მოხვედით გასანადგურებლად. ამ საუბარს ერთ თვეში დავუბრუნდებით, როდესაც დავამტკიცებ, რომ ეფექტური მენეჯერი ვარ და თქვენ ტყუით", - განაცხადა შურიკოვმა.