loader

სასამართლომ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც პოლიციელი შავკანიან მოზარდს 16-ჯერ ესვრის (+18) - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სასამართლომ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც პოლიციელი შავკანიან მოზარდს 16-ჯერ ესვრის (+18)

ამერიკაში, ჩიკაგოს სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, გამოექვეყნებინა ვიდეოჩანაწერი, რომელზეც ჩანს, პოლიციის ოფიცერმა ჯეისონ ვან დაიკმა 16-ჯერ როგორ ესროლა შავკანიან მოზარდს. ოჯახის ადვოკატმა აღნიშნა, რომ მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სიმართლე არ იყოს დამალული საზოგადოებისგან და მათ გაიგონ, რა მოხდა სინამდვილეში.

პოლიციელი ჯეისონ ვან დაიკი დამნაშავედ სცნეს 17 წლის ლეკუენ მაკდონალდის წინასწარ განზრახულ მკვლელობაში. ოფიცერმა განაცხადა, რომ მან ცეცხლი იმიტომ გახსნა, რომ მოზარდი მას დანით ემუქრებოდა. მოკლული ახალგაზრდა ერთ-ერთი საუკეთესო მოსწავლე იყო სკოლაში. ჩიკაგოს ხელისუფლებამ უკვე გადაუხადა 5 მილიონი დოლარი დაღუპულის ოჯახს.