loader

ნიღბიანი და ავტომატიანი პოლიციელები ფოთში კონტროლს ახორციელებენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ნიღბიანი და ავტომატიანი პოლიციელები ფოთში კონტროლს ახორციელებენ

ფოთში საპოლიციო კონტროლი მიმდინარეობს. როგორც "პალიტრა ტვ"-ს კორესპონდენტი ფოთიდან იუწყება, ნიღბიანი და ავტომატებით შეიარაღებული სამართალდამცველები ავტომანქანების მძღოლებს აჩერებენ და მათი ვინაობით ინტერესდებიან. ასევე, ითხოვენ მგზავრთა დოკუმენტაციას.
საქმეში საპატრულო პოლიციის თანამშრომლებიც არიან ჩართული.

როგორც შსს-ში განაცხადეს, ეს არის გეგმური საპოლიციო კონტროლი და "განსაკუთრებული არაფერი ხდება".

ავტორი: სოფო კორტავა