loader

დათო ტურაშვილი მოსამართლემ 200 ლარით დააჯარიმა: "მირჩევნია დამაპატიმრონ, ვერ გადავიხდი" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დათო ტურაშვილი მოსამართლემ 200 ლარით დააჯარიმა: "მირჩევნია დამაპატიმრონ, ვერ გადავიხდი"

ნარკოდანაშაულში ბრალდებულ ირაკლი რამიშვილის პროცესზე მოსამართლემ დარბაზიდან გააძევა ადვოკატი ირმა ჭკადუა და მწერალი დათო ტურაშვილი, რომელიც ბრალდებულს თავდებში უდგება. ტურაშვილი მოსამართლემ 200 ლარითაც დააჯარიმა.

როგორც ტურაშვილმა დარბაზიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, გააპროტესტა პროკურორების ქმედებები. მისივე თქმით, ბრალდების მხარე მოუმზადებელი წარდგა სასამართლოს წინაშე და განათლებისკენ მოუწოდა. სწორედ მისმა რეპლიკამ გამოიწვია მოსამართლის მხრიდან გაძევება და დაჯარიმება.

ასევე იხილეთ: ნარკოდანაშაულში ბრალდებულ 25 წლის მსახიობს თავდებში ცნობილი სახეები უდგებიან