loader

სუს-ის სპეცოპერაცია ISIS-ის მომხრეების დასაკავებლად: რა იპოვეს ბრალდებულების სახლებში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სუს-ის სპეცოპერაცია ISIS-ის მომხრეების დასაკავებლად: რა იპოვეს ბრალდებულების სახლებში

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ლევან იზორიამ ბრიფინგი გამართა, სადაც ცნობილი გახდა, რომ კონტრტერორისტული ცენტრისა და შსს-ს მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ოთხი პირი დააკავეს.

"გამოიკვეთა რამდენიმე პირი, რომლებიც ემხრობიან "ისლამური სახელმწიფოს" იდეოლოგიას. 11 საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შესახებ განჩინება გაიცა, 29 ნოემბერს, სუს-ის კონტრტერორისტული ცენტრის მიერ წარმოებული ღონისძიებების შედეგად აღნიშნული განჩინების საფუძველზე ჩხრეკა ჩატარდა. ოთხი პირის საცხოვრებელი სახლებიდან ხელყუმბარები, ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო ვაზნები, კომპიუტერული მოწყობილობები, ბარათები, ნოუთბუქები, სხვადასხვა ლიტერატურა და "ისლამური სახელმწიფოს" მიკუთვნებული დროშები აღმოვაჩინეთ", - განაცხადა იზორიამ.