loader

კურიერმა მოიტყუა, რომ ამანათი შემკვეთს მიუტანა და Xbox-ი მიითვისა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კურიერმა მოიტყუა, რომ ამანათი შემკვეთს მიუტანა და Xbox-ი მიითვისა

პოლ კერსვილმა Amazon-ზე Xbox შეუკვეთა, რომელიც შავ პარასკევს ფასდაკლებით იყიდებოდა. მან მოწყობილობის შეძენა 13 წლის შვილისთვის - კურტისთვის გადაწყვიტა. თუმცა სახლში დაბრუნებულებს კურიერისგან წერილი დახვდათ, რომელზეც აღნიშნული იყო, რომ ვინაიდან დამკვეთი სახლში არ იმყოფებოდა, ამანათი შავ ნაგვის ყუთში ჩადო. პოლმა შეამოწმა ნაგვის ყუთი, მაგრამ იქ არაფერი აღმოჩნდა. დაეჭვდა და გადაწყვიტა, სათვალთვალო კამერები შეემოწმებინა. როგორც ჩანაწერზე ნახა, კურიერს ამანათი არ მოუტანია და უბრალოდ, წერილი გააკრა კარებზე, შემდეგ კი მანქანაში ჩაჯდა და წავიდა. როგორც პოლს შეატყობინეს, კურიერი სამსახურიდან გაათავისუფლეს, ხოლო Amazon-მა ოჯახს დანაკარგი მთლიანად აუნაზღაურა.