loader

უნიკალური კადრები: როგორ იღებდნენ საბჭოთა საქართველოში მსოფლიოში ცნობილი ბრენდის ფოტოსესიას - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უნიკალური კადრები: როგორ იღებდნენ საბჭოთა საქართველოში მსოფლიოში ცნობილი ბრენდის ფოტოსესიას

ფოტოხელოვანი ბრაიან გრიფინი 1989 წელს საქართველოში ჩატარებულ ფოტოსესიას იხსენებს, რომელიც იაპონელი დიზაინერის, რეი კავაბუკოსა და მისი ბრენდის, Comme des Garçons-ისთვის გადაიღეს. გრიფინმა youtube-ის საკუთარ არხზე 15-წუთიანი ვიდეო განათავსა, სადაც ასახულნი არიან ჩვეულებრივი ქართველები 80-იანი წლების საქართველოდან.

ცნობილი დიზაინერი რეი კავაბუკო, დამახასიათებელი ვარცხნილობითა და სტილით, კადრებში "კალოშებშია" გამოწყობილი და გადასაღებ მოედანზე ქართველებთან ერთად დადის, რომლებიც აკორდეონით, ჩოხებით არიან გადასაღებ მოედანზე.

რეი კავაბუკო ნიკო ფიროსმანზე იყო შეყვარებული. სწორედ ეს გახდა მიზეზი, რომ იაპონელმა დიზაინერმა საქართველოში გადაწყვიტა ფოტოსესიის მოწყობა. გადაღების ადგილად თბილისიდან 20 წუთის სავალზე, მთის წვერი აირჩიეს, ეკლესიის მახლობლად. აქვე იყვნენ ადგილობრივი მცხოვრებლები. დიზაინერის იდეა იყო, Comme des Garçons-ის ტანსაცმელები მათ სამოსთან შეეხამებინა და ერთგვარი მიქსი გაეკეთებინა ფოტოებში.

იხილეთ ვიდეო სრულად