loader

საქართველოს ყველა კუთხე ფოტოალბომად - „პალიტრა L“-ის კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საქართველოს ყველა კუთხე ფოტოალბომად - „პალიტრა L“-ის კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი

გამომცემლობა „პალიტრა L“-მა პროექტის „ჩემი საქართველო - ის, რაც ერთხელ მაინც უნდა ნახო“ პრეზენტაციაზე სასტუმრო ”რედისონ ბლუ ივერიაში” ფოტოხელოვანთა და კულტურის მოღვაწეთა საზოგადოება შეკრიბა. იდეის ავტორმა ბადრი ვადაჭკორიამ პროექტის ირგვლივ რამდენიმე უკვე შემდგარი და მოყვარული ფოტოხელოვანი გააერთიანა, რომელთა ობიექტივმა საქართველოს სხვადასხვა კუთხის ტრადიციები, ყველასთვის ნაცნობი თუ უცნობი ადგილები ერთ სერიაში აღბეჭდა.

ეს პირველი მასშტაბური პროექტია, რომელიც საქართველოს ყველა კუთხის სიმბოლურ გაერთიანებას და საზოგადოებისთვის გაცნობას გულისხმობს.

ფოტოალბომების სერია ყოველთვე გაზეთ ”კვირის პალიტრასთან“ ერთად 13 წიგნად გამოვა და თითოეული წიგნი კონკრეტულ კუთხეს მიეძღვნება. სერია ანბანური რიგითობის მიხედვით არის დალაგებული, შესაბამისად, პროექტი აჭარით დაიწყო.

პრეზენტაციაზე გამომცემლობა „პალიტრა L“-სა და „საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას“ შორის მემორანდუმი გაფორმდა.

ავტორი: მარიამ ლორთქიფანიძე