loader

”პენსია დაახლოებით იქნება 220-230 ლარი” - რას ჰპირდებოდა კალაძე ამომრჩეველს 2012 წელს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

”პენსია დაახლოებით იქნება 220-230 ლარი” - რას ჰპირდებოდა კალაძე ამომრჩეველს 2012 წელს

ჟურნალისტმა მერაბ მეტრეველმა ”ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა ვიდეო მინაწერით: ”არის თუ არა ეს ბილეთი, ანუ დაპირება, რომ პენსია 220 ლარი გახდება?!

”აქამდე "ოცნება" ამბობდა, რომ პენსიის 220 ლარამდე გაზრდის დაპირება მხოლოდ ირაკლი ალასანიამ გასცა რომელიღაც მორიგ საარჩევნო შეხვედრაზეო. ესეც საკმარისი იქნებოდა, მაგრამ სულ მახსოვდა, რომ ეს კალაძემაც თქვა და აი, ვიშოვე და ამოვჭერი ეს განცხადება! ეს არის წინასაარჩევნო დებატები "პირველ არხზე" 2012 წლის 18 სექტემბერს, სადაც კალაძე მონაწილეობს, როგორც სიის პირველი ნომერი. ის პენსიონერებს ოფიციალურად ჰპირდება, რომ მათი გამარჯვების შემთხვევაში პენსია გახდება 220-230 ლარი! უბრალოდ, ეს დებატები მერე ყველას დაავიწყდა, რადგან იმ საღამოს ციხის კადრები გამოქვეყნდა.

მოკლედ, "ოცნება" ისე ამთავრებს საარჩევნო ციკლს, რომ ამ დიპირებას ნამდვილად ვერ ასრულებს!” - წერს მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში.