loader

თელავში 29 წლის მამაკაცმა ვალის გამო ქალი ნაჯახით მოკლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თელავში 29 წლის მამაკაცმა ვალის გამო ქალი ნაჯახით მოკლა

სამართალდამცველებმა თელავში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს. შსს-ს ინფორმაციით, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1984 წელს დაბადებული დიმიტრი მ. დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა თელავში, ნადიკვრის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, 1958 წელს დაბადებულ ელენე თ-ს ნაჯახით თავის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც ქალბატონი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

29 წლის მამაკაცსა და მის მსხვერპლს შორის შელაპარაკება ვალის გამო მოხდა, სავარაუდოდ, ახალგაზრდა მევალეს ფულს არ უბრუნებდა. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.