loader

შსს-მ დააკავა მამაკაცი, რომელიც 1200-ზე მეტი ფეისბუქ-მომხმარებლის პროფილს უკანონოდ იყენებდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შსს-მ დააკავა მამაკაცი, რომელიც 1200-ზე მეტი ფეისბუქ-მომხმარებლის პროფილს უკანონოდ იყენებდა

შსს-მ სოციალურ ქსელ Facebook-ის მომხმარებლების გვერდებზე უნებართვო შეღწევის და ე.წ. ფიშინგ ვებგვერდის დამზადების ფაქტები გახსნა. დაკავებულები არიან 1992 წელს დაბადებული ვასილ ქ. და 1983 წელს დაბადებული რაინდი კ.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ვასილ ქ-მ მიმდინარე წლის თებერვალში, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევის და სხვისი კომპიუტერული მონაცემების უკანონოდ მოპოვების მიზნით, სოციალურ ქსელ Facebook-ის ავტორიზაციის მსგავსი ვებგვერდი დაამზადა დომენით - htt://facebook-photos.ga/gggg44. ამის შემდეგ ვასილ ქ. სოციალურ ქსელ Facebook-ში სხვადასხვა დროს, სხვადასხვა შინაარსის პოსტებს ათავსებდა, სადაც ბმულის სახით მის მიერ დამზადებულ ვებგვერდს უთითებდა. მომხმარებელი აღნიშნული პოსტის გახსნის შემთხვევაში, ბმულზე გადასვლისას, ვასილ ქ-ს მიერ დამზადებულ ყალბ გვერდზე ხვდებოდა, სადაც ხელახალი ავტორიზაცია უნდა გაევლო. ავტორიზაციისას Facebook-ის მომხმარებლის სახელი, პაროლი იგზავნებოდა და ინახებოდა ვასილ ქ-ს მიერ ვებჰოსტინგზე სპეციალურად შექმნილ ფაილებში.

გამოძიების მსვლელობისას, აღნიშნულ ფაილებში აღმოჩენილია Facebook.com-ის 1010 მომხმარებლის სახელი და პაროლი. უკანონოდ მოპოვებული, ზემოხსენებული მონაცემების გამოყენებით, ვასილ ქ. უნებართვოდ აღწევდა სოციალურ ქსელ Facebook-ის მომხმარებელთა გვერდებზე და აღნიშნულ მომხმარებლებს მის მიერ სპეციალურად, რეკლამების განთავსების მიზნით შექმნილ ჯგუფში უნებართვოდ ამატებდა. რაინდი კ-ს ბინის ჩხრეკისას ამოღებულ კომპიუტერულ სისტემებში აღმოჩენილია უკანონოდ მოპოვებული, Facebook-ის 1210 მომხმარებლის სახელი და პაროლი.