loader

აჭარის ულამაზესი ბუნება და ემოციური კლიპი, რომელიც ბაიარ შაჰინმა ხულოელებს მიუძღვნა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

აჭარის ულამაზესი ბუნება და ემოციური კლიპი, რომელიც ბაიარ შაჰინმა ხულოელებს მიუძღვნა

ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობამ "ფეისბუქის" გვერდზე ვიდეოკლიპი გაავრცელა, რომელიც ბაიარ შაჰინის საჩუქარია ხულოელებისადმი. ხულოელი პოეტი ქალის, მელაათ ხიმშიაშვილის ლექსზე შექმნილი სიმღერით, თურქეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი ხულოელებს ემოციურად უმღერის, კლიპში კი მაღალმთიანი აჭარის ულამაზესი ბუნების ხედებია გადაღებული.

"სტამბოლს შუქი ეფინება, ჩემს თვალებს კი ბინდი აკრავს... ხულოს ზეცა გადამხურო, ხულოს მიწა წამახურო..." - მღერის ბაიარ შაჰინი.