loader

ქართულ ციტრუსს რუსეთში მწვანე შუქი აენთო - რუსულ ბაზარზე თურქეთს საქართველო შეცვლის? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქართულ ციტრუსს რუსეთში მწვანე შუქი აენთო - რუსულ ბაზარზე თურქეთს საქართველო შეცვლის?

რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობის დაძაბვას მათ შორის ეკონომიკური კავშირების შეზღუდვაც მოჰყვა: ჩრდილოელმა მეზობელმა თურქეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები დააწესა. სანქციების გამო თურქეთი რუსეთის ტერიტორიაზე 2016 წლის 1-ლი იანვრიდან ფორთოხალს, მანდარინსა და რამდენიმე სახეობის პროდუქტს ვეღარ შეიტანს.

აკრძალულ თურქულ ბოსტნეულსა და ხილს კი რუსულ ბაზარზე ქართული პროდუქტი ჩაანაცვლებს. ციტრუსების პირველი პარტია აჭარიდან უკვე გაიგზავნა რუსეთში. МИР 24-ის კორესპონდენტი აჭარელ ფერმერებსაც გაესაუბრა, რომლებიც მოსავლის გაყიდვის ახალ შესაძლებლობას სიხარულით შეხვდნენ.