loader

გაბუნია-ქუცნაშვილის დაუსრულებელი კამათი შეწყალების თემაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გაბუნია-ქუცნაშვილის დაუსრულებელი კამათი შეწყალების თემაზე

შელაპარაკება მოხდა "არჩევანის" სტუდიაში გადაცემის წამყვანს, გიორგი გაბუნიასა და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელ ზაქარია ქუცნაშვილს შორის პატიმართა შეწყალების შესახებ ატეხილი აჟიოტაჟის განხილვისას. ქუცნაშვილმა მისი სიტყვების ინტერპრეტირებისთვის გაბუნიას მატყუარა უწოდა. თავის მხრივ, გიორგი გაბუნიამ დეპუტატისგან მოითხოვა, განემარტა სიტყვა "აპრიორის" მნიშვნელობა.

"შთაბეჭდილება მრჩება, რომ ირანის ხელისუფლების წარმომადგენელს ვესაუბრები", - მიმართა მან ქუცნაშვილს და თემასთან დაკავშირებით პოზიციის კიდევ ერთხელ დაფიქსირებისკენ მოუწოდა.

კამათმა კარგა ხანს გასტანა და უშედეგოდ დასრულდა.

ასევე იხილეთ: შეიძლება რაღაც დამმართონ და პროკურატურამდე ვერ მივაღწიო, იმდენად საშიშია ეს მათთვის! - ალეკო ელისაშვილი