loader

ქართველებს ჯორჯიელები წვრთნიან - შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი CBS-ის რეპორტაჟში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქართველებს ჯორჯიელები წვრთნიან - შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი CBS-ის რეპორტაჟში

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ჯორჯიის შტატის სამართალდამცველებს შეხვდა. აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, ქართველი მინისტრი ქობის ოლქის საზოგადოებრივი უსაფრთხოების ცენტრის იმიტირებულ სასწავლო სოფელს ეწვია. ჯორჯიის შტატსა და საქართველოს შორის "დაძმობილების" პროგრამა ხორციელდება, რომელიც სამხედრო, ჯანდაცვის და განათლების სფეროებს მოიცავს.

ვიზიტის ფარგლებში, მღებრიშვილმა, ადგილობრივ პოლიციელებთან ერთად, ატლანტის გზებზე პატრულირება პირადად განახორციელა. "ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის გამოცდილება და ცოდნა, რომელსაც ჩვენი ამერიკელი კოლეგები გვიზიარებენ. ეს გვეხმარება ჩვენი სტრუქტურის რეფორმირებაში" - აღნიშნა მღებრიშვილმა CBS-თან საუბრისას.