loader

"დღეს სექსუალური უმცირესობის წევრები ხდებიან მხოლოდ სოციალური პრობლემების გამო" - ლგბტ თემის ყოფილი წევრი მონასტერში მიდის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დღეს სექსუალური უმცირესობის წევრები ხდებიან მხოლოდ სოციალური პრობლემების გამო" - ლგბტ თემის ყოფილი წევრი მონასტერში მიდის

ლგბტ თემის ყოფილ წევრი გიორგი ჩხარტიშვილი მონასტერში მიდის. როგორც გია ჯაჯანიძის შოუში "სხვა რაკურსი" მან განმარტა, სოციალური პრობლემების გამო თავი ლგბტ თემის წევრად ჩათვალა. მისი განცხადებით, ამას ის ფულისთვის აკეთებდა.

ცხოვრების გზაზე გაიარა ძალადობა, მუქარა, სოციალური პრობლემები, სტრესი, ქუჩაში დგომა და ყველაფრის გაანალიზების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ ეს არ იყო მისი სულიერი მხარე. მისი თქმით, ბავშვები, რომლებიც ქუჩაში გამოდიან, სოციალური პრობლემების გამო იძულებული არიან გახდნენ ამ თემის წევრები. გიორგი ჩხარტიშვილმა მათ მოუწოდა გაანალიზონ საკუთარი მდგომარეობა და აღმოაჩინონ, რომ გულის სიღრმეში არ არიან სექსუალური უმცირესობის წევრები.

გიორგი ჩხარტიშვილის აზრით, სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელი არის ყველაზე დიდი ცოდვილი, რადგან ჩადის იმას, რაც არ დევს მის სულიერებაში.