loader

სოფელ კარწახში შრი-ლანკის 6 მოქალაქე დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სოფელ კარწახში შრი-ლანკის 6 მოქალაქე დააკავეს

სამართალდამცველებმა საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი შრი-ლანკის 6 მოქალაქე დააკავეს. მათი აყვანა სოფელ კარწახში განხორციელდა.

"სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორების სამმართველოსა და ახალქალაქის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა საპოლიციო კონტროლის დროს შრი-ლანკის დემოკრატიულ-სოციალისტური რესპუბლიკის 6 მოქალაქე საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ყოფნის ბრალდებით სოფელ კარწახში დააკავეს. დაკავებულებს პიროვნების იდენტიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტები თან არ ჰქონდათ და საქართველოს ტერიტორიაზე სამართლებრივი საფუძვლის გარეშე იმყოფებოდნენ.

მათივე განმარტებით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, დაკავებულები ახალციხის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს. საქმე შემდგომი რეაგირებისთვის შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტს გადაეცა.