loader

სიმსივნით დაავადებული 18 წლის გიორგი კოვზირიძე, რომელიც ეკონომიკის მინისტრობაზე ოცნებობდა, გარდაიცვალა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სიმსივნით დაავადებული 18 წლის გიორგი კოვზირიძე, რომელიც ეკონომიკის მინისტრობაზე ოცნებობდა, გარდაიცვალა

18 წლის გიორგი კოვზირიძე 5 წლის განმავლობაში ენერგიულად და შემართებით ებრძოდა მძიმე სენს... 2 თვის წინ, ბერი ანდრიას ფონდის დახმარებით, მოზარდი იაპონიაში გაემგზავრა, სადაც ახლებური მეთოდით მკურნალობის კურსს გადიოდა. თუმცა მისი დაავადება ძალიან შორს იყო წასული და უახლესი მეთოდებით ვეღარ დამარცხდა. გიორგი 2 კვირის წინ დაბრუნდა საქართველოში. დღეს კი სამწუხარო ინფორმაცია შევიტყვეთ, გიორგი კოვზირიძე გარდაიცვალა...

მას ოცნება ჰქონდა, - ეკონომიკის სამინისტროში სურდა საქმიანობა, ვინაიდან უნივერსიტეტში ამ დარგს ეუფლებოდა. ოცნება ეკონომიკის მინისტრმა - დიმიტრი ქუმსიშვილმა აუხდინა. გიორგიმ აღნიშნულ სამინისტროში ერთი დღე იმსახურა მინისტრის რანგში. "პალიტრა ტვ"-ის არქივში გიორგის მინისტრობის ერთი დღე დარჩა...

წაიკითხეთ ვრცლად ambebi.ge-ზე