loader

"ერთად სვამდნენ და "სპორი" მოსვლიათ..." - სოფელ ქისტაურში 21 წლის ბიჭი თანამესუფრემ მოკლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ერთად სვამდნენ და "სპორი" მოსვლიათ..." - სოფელ ქისტაურში 21 წლის ბიჭი თანამესუფრემ მოკლა

ახმეტის რაიონის სოფელ ქისტაურში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 21 წლის ილია მანველიშვილი ნაჯახით მოკლეს. თვითმხილველების თქმით, 21 წლის ახალგაზრდა ბრალდებულის ოჯახში სტუმრად იმყოფებოდა. მეზობლები ამბობენ, რომ ისინი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ და შელაპარაკება მასპინძლის მხრიდან გინებას მოჰყვა.

მკვლელობაში ბრალდებული უკვე დაკავებულია. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის 108-ე მუხლით, რომელიც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.