loader

საქართველოში პირველი ტექნოპარკი დეკემბრის ბოლოს გაიხსნება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საქართველოში პირველი ტექნოპარკი დეკემბრის ბოლოს გაიხსნება

მთაწმინდისკენ მიმავალ გზაზე ინოვაციების ქუჩაზე მოხვდებით. ქუჩა თბილისისთვის ინოვაციური სახელწოდებით, მალე თანამედროვე ტექნოლოგიების ცენტრი გახდება - 10 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზე მშენებარე ტექნოპარკში შეიქმნება ეკოსისტემა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების გასავითარებლად. ტექნოლოგიური პარკის გახსნა დეკემბრის ბოლოს იგეგმება. პროექტს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ახორციელებს.

მშენებარე ტექნოპარკში 11 დან 13 დეკემბრის ჩათვლით ჰაკათონი გაიმართება. მზადება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. უკვე მოწყობილია ის ძირითადი ოთახი, სადაც პროექტში მონაწილეები იდეების გენერირებას შეძლებენ.

ავტორები: ჯონი პატარკაციშვილი; მიშა ნადირაძე