loader

ბურბუშელას წარმოება, რომელშიც პიროტექნიკა იდო, შეჩერდა, თუმცა პროდუქცია მაღაზიებში დღეს ისევ იყიდებოდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბურბუშელას წარმოება, რომელშიც პიროტექნიკა იდო, შეჩერდა, თუმცა პროდუქცია მაღაზიებში დღეს ისევ იყიდებოდა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბურბუშელას მწარმოებელ შპს "დავლათს", რომლის ნაწარმში პიროტექნიკა იდო, საწარმოო პროცესი შეუჩერა. ბიზნესოპერატორი 1000 ლარით დაჯარიმდა და მას დაევალა პროდუქციის ბაზრიდან გამოთხოვა, რასაც ზედამხედველობას სურსათის ეროვნული სააგენტო გაუწევს.

"მისტერ კრისპოს" სიმინდის ბურბუშელის შეძენა დღეს სავაჭრო ობიექტებში თავისუფლად შევძელით, თუმცა მოვაჭრეები პროდუქციას სავაჭრო დახლებიდან კამერის გამოჩენისთანავე მალავდნენ. 4 წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელმაც ბურბუშელაში ჩადებული პიროტექნიკა გადაყლაპა, დამაკმაყოფილებელია და ის სახლში გაწერეს.

ავტორები: ეკა მელიქიძე, მიშა ნადირაძე

ასევე იხილეთ: ბავშვმა ბურბუშელაში საჩუქრის სახით მოთავსებული პიროტექნიკა გადაყლაპა