loader

"ბესიკ ხარძიანის მკვლელობის საქმე გახსნილია" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ბესიკ ხარძიანის მკვლელობის საქმე გახსნილია"

მოკლული ბიზნესმენის, ბესიკ ხარძიანის მკვლელობის საქმე გახსნილია, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ხარძიანის ოჯახის ადვოკატმა მალხაზ სალაყაიამ განუცხადა.

ადვოკატის ინფორმაციით, დადგენილია მკვლელის ვინაობაც, თუმცა ის ჯერჯერობით დაკავებული არ არის. მალხაზ სალაყაიამ დააკონკრეტა, რომ ხარძიანის მკვლელის ვინაობა არც მისთვის და არც მოკლულის ოჯახისთვის ცნობილი არ არის.

ამასთან, ადვოკატის ვარაუდით, საქმე სასამართლოში წლის ბოლომდე, სავარაუდოდ, "არ წავა".

ბესიკ ხარძიანი მიმდინარე წლის 28 მარტს მარაბდის ქუჩაზე, საკუთარ სახლთან მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობა, სავარაუდოდ, ჩეჩნური წარმოშობის უკრაინის მოქალაქემ ჩაიდინა, რომელიც მარაბდის ქუჩაზე მოპედით იმყოფებოდა. მოპედი და ჩაფხუტი მკვლელობიდან მალევე, კეკელიძის ქუჩაზე აღმოაჩინეს.